ურსულა ფონ დერ ლაიენი - ველოდებით, რომ უკრაინისთვის წლის ბოლომდე დახმარების კიდევ ერთი ტრანში გამოიყოფა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ველოდებით, რომ უკრაინისთვის წლის ბოლომდე დახმარების კიდევ ერთი ტრანში გამოიყოფა

ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა წლის ბოლომდე დახმარების კიდევ ერთ ტრანშს მიიღებს. აღნიშნული განაცხადა მან ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს Ukraine Facility-ის მექანიზმის ფარგლებში მოხდება, რომლის საერთო მოცულობა 50 მილიარდი ევროა.

როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მექანიზმი ითვალისწინებს 50 მილიარდი ევროს ინვესტიციას ოთხი წლის განმავლობაში, 2024-დან 2027 წლამდე.

„ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს. უკრაინის პროგრესის წყალობით, ჩვენ უკვე გამოვყავით 12 მილიარდ ევროზე მეტი. ველოდებით, რომ კიდევ ერთი ტრანში გამოიყოფა წლის ბოლომდე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.