ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ფორმატის შეთანხმება ევროკავშირისკენ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია
ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოფორმატის შეთანხმებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ეს არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი.
„ევროკავშირისკენ გზაზე ეს არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი. ევროკომისია ყოველ ეტაპზე თქვენ გვერდით იდგება“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.