ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო, დრო, რომელიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო, დრო, რომელიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას

უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. დრო, რომელიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ესაუბრა. მან აცნობა უკრაინის პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ტრანშის ფარგლებში 300 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფის შესახებ.

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ „უკრაინის მამაცი ხალხი ამ ფულს ახლა საჭიროებს“.

„მე დავარწმუნე უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერაში. უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. დრო, რომელიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას, რომ გადაიდგას ერთი რთული ნაბიჯი მეორის შემდეგ. ევროკომისია ამ გზაზე წინ ივლის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.