ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თავიანთი ადგილისთვის
უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თავიანთი ადგილისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
„რუსეთის სასტიკი აგრესიის ერთი წელი. უკრაინის გმირული წინააღმდეგობის ერთი წელი. ევროპული სოლიდარობის ერთი წელი. ჩვენ წინაშე არის ერთიანობის მომავალი. თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიდეომიმართვაში.