ურსულა ფონ დერ ლაიენი - მოუთმენლად ველოდები კირ სტარმერთან მუშაობას საერთო გამოწვევების გადასაჭრელად
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მოუთმენლად ველოდები კირ სტარმერთან მუშაობას საერთო გამოწვევების გადასაჭრელად

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კირ სტარმერს მიულოცა.

„გილოცავთ გამარჯვებას. მოუთმენლად ველოდები კონსტრუქციული პარტნიორობის ფარგლებში თქვენთან მუშაობას საერთო გამოწვევების გადასაჭრელად და ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად“,- დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ოთხ ივლისს გაიმართა. გამარჯვება „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მოიპოვა და ქვეყანას, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, პირველად ჩაუდგება სათავეში.

თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი კირ სტარმერი გახდება.