ურსულა ფონ დერ ლაიენი - მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება დიდ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა ასე ახლოს
მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება დიდ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა ასე ახლოს. მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ასეთ დიდ აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე. ჩვენ ახლა ავაგებთ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ ურთიერთკავშირებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობის მეთაურები დღეს ხელს აწერენ შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. ხელმოწერის ცერემონიას ესწრება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.