ურსულა ფონ დერ ლაიენი - მკაცრად ვგმობ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ამაზრზენ თავდასხმას
მკაცრად ვგმობ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე განხორციელებულ ამაზრზენ თავდასხმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალადობის ასეთ აქტებს ჩვენ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს და ეს ძირს უთხრის დემოკრატიას, რაც ჩვენი ყველაზე ძვირფასი საერთო სიკეთეა. ჩემი ფიქრები პრემიერ-მინისტრ ფიცოსთან და მის ოჯახთანაა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეს ესროლეს. ის ჰოსპიტალიზებულია. შემთხვევა ბრატისლავასთან მთავრობის სხდომის შემდეგ მოხდა.