ურსულა ფონ დერ ლაიენი - კიევში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ვიმყოფები, ჩვენ ისე მტკიცედ, როგორც არასდროს, ვდგავართ უკრაინის გვერდით
ურსულა ფონ დერ ლაიენი - კიევში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ვიმყოფები, ჩვენ ისე მტკიცედ, როგორც არასდროს, ვდგავართ უკრაინის გვერდით

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ვიმყოფები. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობის აღსანიშნავად. ჩვენ ისე მტკიცედ, როგორც არასდროს, ვდგავართ უკრაინის გვერდით. ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, მორალურად, ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ არ გათავისუფლდება“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი და კიევში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.