ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა და უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ამის შესახებ ფრაქცია „ხმის“ წევრი იაროსლავ ჟელეზნიაკი იუწყება.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას, სადაც წევრობის მსურველი 10 ქვეყნის, მათ შორის უკრაინის პროგრესი იქნება შეფასებული.
როგორც უკრაინული მედია წერს, ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტი, შესაძლოა, პოზიტიური შეფასების მანიშნებელი იყოს.