ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ტერორისტული აქტია და „უძველეს ბოროტებას“ ასახავს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ტერორისტული აქტია და „უძველეს ბოროტებას“ ასახავს.
„შაბათს, გამთენიისას მთელმა მსოფლიომ საშინლად გაიღვიძა. ასობით უდანაშაულო ადამიანი ცივსისხლიანად მოკლეს. „ჰამასის“ ტერორისტები ქალებსა და ბავშვებს ხოცავდნენ საკუთარ სახლებში. ეს უდანაშაულო ადამიანები მოკლეს ერთი მიზეზით – ებრაელობისა და ისრაელის სახელმწიფოში ცხოვრებისთვის. ეს არის უძველესი ბოროტება, რომელიც გვახსენებს ყველაზე ბნელ წარსულს და შოკში გვაგდებს ყველა ჩვენგანს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პალესტინელი ხალხისადმი ჰუმანიტარული მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, თუმცა მნიშვნელოვანია, ყურადღებით გადაიხედოს ფინანსური დახმარება, რაც პალესტინისთვისაა განკუთვნილი.
„პალესტინელი ხალხისადმი ჩვენი ჰუმანიტარული მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, თუმცა მნიშვნელოვანია, ყურადღებით გადავხედოთ ჩვენს ფინანსურ დახმარებას, რაც პალესტინისთვისაა განკუთვნილი. ევროკავშირის დაფინანსება არასოდეს წავა „ჰამასთან“ ან რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.