ურსულა ფონ დერ ლაიენი - გერმანული კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას სავარაუდოდ შემოდგომისთვის დაასრულებს
გერმანული კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას სავარაუდოდ, შემოდგომისთვის დაასრულებს. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. მისი თქმით, ვაქცინაზე გერმანული კომპანია „ქიურვაქი“ (CureVac) მუშაობს.
მისივე თქმით, ევროკავშირმა კომპანიას სამეცნიერო კვლევებისთვის 80 მილიონი ევრო გამოუყო.
„ამას შეუძლია, გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე ევროპაში და მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მანამდე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ვაქცინის კლინიკურ გამოცდას სავარაუდოდ 18 თვე დასჭირდება.