ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან, აშშ-ის გადაწყვეტილება, მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით
ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან და სანდო მომწოდებლებზე ორიენტირება. მაშასადამე, აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობდა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება სტრატეგიული მარცხი ვლადიმერ პუტინისთვის.
„ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის სასტიკ ომს. ეს ომი იქნება სტრატეგიული მარცხი პუტინისთვის. სანქციები მუშაობს რუსული სისტემის წინააღმდეგ და ცლის პუტინის რესურსებს, რომ დააფინანსოს ეს სასტიკი ომი. სანქციები აჩვენებს, რომ როდესაც ჩვენ ერთად ვართ, უფრო ძლიერები ვართ.
ამ დროისთვის 3.5 მილიონი უკრაინელი გახდა ლტოლვილი, მათი ნახევარი ბავშვია. ყოველი მეორე ლტოლვილი ბავშვია. რიცხვები გაიზრდება. ჩვენ ერთად ვახდენთ რესურსების მობილიზებას, რომ დავეხმაროთ იძულებით გადაადგილებულ პირებს როგორც უკრაინაში, ასევე მეზობელ ქვეყნებში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარება აძლიერებს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას რუსული წიაღისეულისგან.
„ჩვენი ამოცანაა დამოკიდებულების შემცირება და მისგან სრულად ჩახსნა. ეს მიღწევა განახლებად ენერგიებში ინვესტირებით, ასევე დამატებითი გაზის მომარაგებით. ჩვენ, ევროპელებს გვსურს, დივერსიფიცირება რუსეთისგან და სანდო მომწოდებლებზე ორიენტირება. მაშასადამე, აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ მოგვაწოდოს გაზი, არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ გვსურს დივერსიფიცირება არამხოლოდ მომდევნო ზამთრისთვის, არამედ მომდევნო წლებისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.