ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის არჩევას მხარი დაუჭირა 401-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 284-მა, 15-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, ზოგიერთი საკითხის გამო ურსულა ფონ დერ ლაიენს ამ არჩევნებზე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ერთ-ერთი იყო გამჭვირვალობის ნაკლებობა „კოვიდ-19“-ის ვაქცინებთან დაკავშირებულ გარიგებებთან დაკავშირებით.
ამასთან, 16 ივლისს ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს რობერტა მეცოლა.