ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მომავალ კვირაში წარადგენს
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მომავალი კვირის დასაწყისში წარადგენს. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ ევროკომისიის მომავალმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის გერმანელ დეპუტატებს განუცხადა.
არსებული ინფორმაციით, ევროკომისრების თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენა ორშაბათს ან სამშაბათ შედგება. ამასთან, „პოლიტიკო“ ფონ დერ ლაიენის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იტალია კომისიაში თავის კანდიდატს წარადგენს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჟან-კლოდ იუნკერსა და ევროკომისიის მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება 31 ოქტომბერს ეწურებათ.