ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მომავალ კვირაში წარადგენს

19:11, 04.09.2019
European Commission President German Ursula von der Leyen delivers a speech at the Chigi Palace on August 2, 2019 during a meeting in Rome with Italian Prime minister. (Photo by Vincenzo PINTO / AFP)        (Photo credit should read VINCENZO PINTO/AFP/Getty Images)

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ახალ შემადგენლობას მომავალი კვირის დასაწყისში წარადგენს. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამის შესახებ ევროკომისიის მომავალმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის გერმანელ დეპუტატებს განუცხადა.

არსებული ინფორმაციით, ევროკომისრების თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენა ორშაბათს ან სამშაბათ შედგება.  ამასთან, „პოლიტიკო“ ფონ დერ ლაიენის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იტალია კომისიაში თავის კანდიდატს წარადგენს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჟან-კლოდ იუნკერსა და ევროკომისიის მოქმედ შემადგენლობას უფლებამოსილება 31 ოქტომბერს ეწურებათ.

მსგავსი