ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია უკრაინას 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფას სთავაზობს
ევროკომისია უკრაინას, გრანტების სახით, 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას სთავაზობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ფინანსური დახმარება მომდევნო ოთხ წელზეა გათვლილი და ის მოიცავს ხელფასების, პენსიების და ზოგიერთი საჯარო სერვისის გადასახდელ და ძირითადი ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
„ეს ფინანსური რეზერვი საშუალებას მოგვცემს, დავარეგულიროთ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ადგილზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს მისცემს სხვა დონორებს სტიმულს, რათა გააქტიურდნენ.