ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 70 პროცენტი კორონავირუსზე სულ მცირე ერთი დოზით არის აცრილი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 70 პროცენტი კორონავირუსზე სულ მცირე ერთი დოზით არის აცრილი

ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70 პროცენტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით არის აცრილი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, 18 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში უკვე ორჯერ აიცრენ, 57 პროცენტია.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ბოლო კვირებში ინფიცირების შემთხვევები იზრდებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ცნობით, დელტა ვარიანტი ბლოკის 28 ქვეყნიდან 19-ში დომინირებს. ამჟამად, აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 69 პროცენტი თითო დოზით, 60 პროცენტი კი სრულად არის აცრილი. ბრიტანეთში სრულად უკვე 70 პროცენტზე მეტი აიცრა, თითო დოზით კი 88 პროცენტი.