ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი მზად არის, უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების გადახდა დაიწყოს
ევროკავშირი მზად არის, უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების გადახდა დაიწყოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ და მას მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„ევროპა თავისი სიტყვის ერთგულია. ჩვენ გავაგრძელებთ საჭირო დაფინანსებას ჩვენი მამაცი პარტნიორისთვის. ჩვენი მიზანია, გადახდები დავიწყოთ მარტში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
პირველ თებერვალს ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. კიევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.