ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა
ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა.

მისი თქმით, კიევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას მხარი ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.

„ეს იძლევა გარანტიას, უკრაინის დაფინანსება იყოს მუდმივი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი. ევროკავშირმა გამოიჩინა ლიდერობა და პასუხისმგებლობა უკრაინის მხარდასაჭერის საკითხზე. ჩვენ ვიცით, რა დევს ფსონზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგებოდა.