ურსულა ფონ დერ ლაიენი - ბუქარესტში ვარ, რათა განვიხილოთ სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა
ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„იმედისმომცემი პარტნიორობა, პოტენციალით სავსე ევროპაში მწვანე ენერგიის ნაკადისთვის. ენერგია, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ ჩვენი საერთო მომავლისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობის მეთაურები დღეს ხელს მოაწერენ შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი.