ურსულა ფონ დერ ლაიენი ამსტერდამში ისრაელელ მოქალაქეებზე თავდასხმას გმობს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამსტერდამში ებრაელებზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ის აღშფოთებულია თავდასხმის გამო.
მედიის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე ესაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, დიკ შუფს და მკაცრად დაგმო ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმა.
ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ მომხდარს ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავს.
ცნობისთვის, „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩის შემდეგ ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი.