ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შანტაჟის ინსტრუმენტია
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შანტაჟის ინსტრუმენტია.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის ქმედება უსამართლო და მიუღებელია და მიუთითებს რუსეთის, როგორც ბუნებრივი აირით მომმარაგებლის არასანდოობაზე.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ სათადარიგო გეგმები ამ სცენარისთვის და ევროკომისია მჭიდრო კავშირშია მათთან, რათა უზრუნველყოს ალტერნატიული მიწოდება და მთელს ბლოკში შეინარჩუნოს მარაგის საუკეთესო დონე.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ახლა იმართება ბუნებრივი აირის საკითხებში საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რათა განისაზღვროს ევროკავშირის კოორდინირებული პასუხი.
„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ალტერნატიული ნაკადების უზრუნველსაყოფად და მე გავაგრძელებ მუშაობას ევროპელ და მსოფლიო ლიდერებთან, ევროპის ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროპელებს შეუძლიათ, ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.