ურმას რეინსალუ - ესტონეთი ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს
ესტონეთი ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ჩვენ აგრესიის საფასური ზამთრის დადგომამდე უნდა გავზარდოთ. სანქციების შვიდი პაკეტი არასაკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პუტინზე ზეწოლა მოგვეხდინა უკრაინაში ომის შესაჩერებლად“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ის ზომები ჩამოთვალა, რომელთა გამკაცრებაც აუცილებელია, მათ შორის დაასახელა კომპლექსური ემბარგო ენერგომატარებლებზე და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ოფიციალურმა ტალინმა ევროკომისიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის დაწესების ინიციატივით მიმართა.