ურეკში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ზღვაში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ მაშველებს მისმა ცოლმა შეატყობინა. წყალში მყვინთავები შევიდნენ, თუმცა მამაკაცს ვერ მიაგნეს. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებთ ერთ კილომეტრში ცხედარი წყალმა გამორიყა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.