ურეკში, სამსართულიან სასტუმროში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სხვენზე გაჩნდა. შენობაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა და მან შენობა დროულად დატოვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.