ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი ლიკვიდირებულია
ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი ლიკვიდირებულია

ურეკში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დაბა ურეკში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მეოთხე სართულზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე დროულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი