უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის უპილოტო აპარატების თავდასხმის შედეგად კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა სწორედ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მოხდა.

ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლი ლოკალიზებულია და დაშავებულები არ არიან.

ინტერნეტში ადგილობრივი მცხოვრებლების შეტყობინებები გამოჩნდა, რომ ქალაქში კომუნიკაცია შეფერხებულია.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყირიმში, კრასნოდარის მხარეში, ბელგოროდისა და კურსკის რეგიონებში უკრაინიდან გაშვებული 100-ზე მეტი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.