„უოლ სტრიტ ჯორნალი“ - აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ძალებს და თვითმფრინავებს გაგზავნის
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ძალებს და თვითმფრინავებს გაგზავნის.
როგორც გამოცემა იუწყება, რეგიონში დამატებით 200 ჯარისკაცისა და ბი-52 ტიპის ბომბდამშენების გაგზავნა იგეგმება. სამხედროების ნაწილი ბეირუთში გაემგზავრება და აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოებას დაიცავს.
რა რაოდენობით ბომბდამშენების გაგზავნას აპირებენ ახლო აღმოსავლეთში, უცნობია.
გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები განლაგდება, ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 80 000-ს მიაღწევს.