„უოლ სტრიტ ჯორნალი​“ - აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ძალებს და თვითმფრინავებს გაგზავნის
„უოლ სტრიტ ჯორნალი​“ - აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ძალებს და თვითმფრინავებს გაგზავნის

„უოლ სტრიტ ჯორნალის​“ ინფორმაციით,  ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო ძალებს და თვითმფრინავებს გაგზავნის.

როგორც გამოცემა იუწყება, რეგიონში დამატებით 200 ჯარისკაცისა და ბი-52 ტიპის ბომბდამშენების გაგზავნა იგეგმება. სამხედროების ნაწილი ბეირუთში გაემგზავრება და აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოებას დაიცავს.

რა რაოდენობით ბომბდამშენების გაგზავნას აპირებენ ახლო აღმოსავლეთში, უცნობია.

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები განლაგდება, ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 80 000-ს მიაღწევს.