უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური სამუშაოების გამო, 7 აპრილს მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საბაგირო გზა მგზავრთა მიღებას განაახლებს 8 აპრილს, დადგენილი სამუშაო განრიგით – 08:00-დან 20:00 საათამდე.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ მერიაში.