„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ
„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.
ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, თანამშრომელთა ნაწილს ექვსი და რვა თვის ხელფასები არ აუღიათ. ექიმების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილი ხელფასს იღებს, თუმცა კუთვნილი ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილს.
„უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს“ სულ 300 თანამშრომელი ჰყავს.