„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

12:53, 23.10.2019

„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, თანამშრომელთა ნაწილს ექვსი და რვა თვის ხელფასები არ აუღიათ. ექიმების თქმით, აქვთ ​ინფორმაცია, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილი ხელფასს იღებს, თუმცა კუთვნილი ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილს.

„უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს“ სულ 300 თანამშრომელი ჰყავს.

მსგავსი