უნგრეთში სახელმწიფო მედიის პროპაგანდის დასრულებისა და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის მოთხოვნით აქცია გაიმართა
უნგრეთში ათასობით ადამიანმა სახელმწიფო მედიის „პროპაგანდის“ დასრულების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
დემონსტრანტები დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის მოთხოვნით ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ.
ოპოზიციური პარტია „პატივისცემისა და თავისუფლების“ მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სახელმწიფო მაუწყებელი მიკერძოებულ პროპაგანდას ეწევა, აშუქებს მხოლოდ პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლების გამოსვლებს და მათ ნარატივს იმეორებს.
დემონსტრანტებს ეკავათ დროშები და პლაკატები წარწერით „შეაჩერეთ პროპაგანდა“, ისინი სკანდირებდნენ – „არ გვეშინია“ და „საკმარისია“.
„საკმარისია ბოროტება, ტყუილები, პროპაგანდა, ჩვენი მოთმინება ამოიწურა. ის, რაც დღეს უნგრეთში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სახით გვაქვს, გლობალური სკანდალია, საკმარისია“, – განაცხადა პარტია „პატივისცემისა და თავისუფლების“ დამფუძნებელმა, პიტერ მაგიარმა შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
მადიარმა მოითხოვა, რომ საზოგადოებრივმა ტელევიზიამ აჩვენოს საპროტესტო აქცია „დაუმონტაჟებელი“ ტრანსლირებით.
უნგრეთის მთავრობა მედიის თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებას უარყოფს.