უნგრეთის საგარეო უწყება - რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააგებს
რუსეთი უნგრეთში ორ ბირთვულ რეაქტორს ააგებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. შეთანხმება რუსეთსა და უნგრეთს შორის 2014 წელს გაფორმდა და პაკშის ბირთვულ ელექტროსადგურის გაფართოებას ისახავს მიზნად.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არ ვრცელდება რუსეთის ბირთვულ სფეროზე. ამასთან უნგრეთი მხარს უჭერს რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს.
„დღეისათვის, პაკშის ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც ოთხი რეაქტორისგან შედგება, ქვეყნის ელექტროენერგიის 40%-ს უზრუნველყოფს. კიდევ ორი რეაქტორით აღჭურვის შემთხვევაში, ამ მოცულობის გაორმაგებას ელოდებიან. პროექტი 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 12.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რასაც დიდწილად რუსეთი აფინანსებს“, – აღნიშნულია „ბიბისის“ ინფორმაციაში.