უნგრეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების განაცხადს ხელი მოაწერა
უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა, ტომას შუიოკმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა.
„დღეს პრეზიდენტმა ტომას შიუოკმა ხელი მოაწერა 2024 წლის 26 თებერვლის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ“, – ნათქვამია უნგრეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა.