უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი - ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ ვმონაწილეობთ ევროპა-ნატო-ს ერთობლივ სამშვიდობო ძალისხმევაში, მაგრამ არ ვაგზავნით ჯარისკაცებს ან იარაღს უკრაინაში, ვინაიდან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს უნგრელების სიცოცხლეს
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი „ტვიტერში“ წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უნგრეთის ელჩებს მიმართავს, უნგრეთის უსაფრთხოება იდგეს პირველ ადგილზე.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უნგრეთის ელჩებს: „უნგრეთის უსაფრთხოება უნდა იდგეს პირველ ადგილზე. ჩვენ ვმონაწილეობთ ევროპა-ევროკავშირისა და ნატო-ს ერთობლივ სამშვიდობო ძალისხმევაში, მაგრამ არ ვაგზავნით ჯარისკაცებს ან იარაღს უკრაინაში, ვინაიდან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს უნგრელების სიცოცხლეს“, – წერს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი.