უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი – ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ ვმონაწილეობთ ევროპა-ნატო-ს ერთობლივ სამშვიდობო ძალისხმევაში, მაგრამ არ ვაგზავნით ჯარისკაცებს ან იარაღს უკრაინაში, ვინაიდან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს უნგრელების სიცოცხლეს
უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი „ტვიტერში“ წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უნგრეთის ელჩებს მიმართავს, უნგრეთის უსაფრთხოება იდგეს პირველ ადგილზე.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უნგრეთის ელჩებს: „უნგრეთის უსაფრთხოება უნდა იდგეს პირველ ადგილზე. ჩვენ ვმონაწილეობთ ევროპა-ევროკავშირისა და ნატო-ს ერთობლივ სამშვიდობო ძალისხმევაში, მაგრამ არ ვაგზავნით ჯარისკაცებს ან იარაღს უკრაინაში, ვინაიდან ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს უნგრელების სიცოცხლეს“, – წერს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი.
PM Orbán to HUN ambassadors: Hungary’s security must come first. We take part in joint European – EU and NATO – peacemaking efforts, but we do not send soldiers or weapons to Ukraine because that’d put Hungarian lives into jeopardy.
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) March 1, 2022