უნგრეთის მმართველი პარტია ევროპის სახალხო პარტიიდან დროებით გარიცხეს
უნგრეთის მმართველი პარტია ევროპის სახალხო პარტიიდან დროებით გარიცხეს. ამის შესახებ „როიტერსი“ ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელის, ჯოზეფ დოლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის გარიცხვის მიზეზი მისი წევრების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება და კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევაა.
„ფიდესის წევრები შემდეგი გადაწყვეტილების მიღებამდე გაძევებულები იქნებიან. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარტიის 190-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი მხოლოდ სამი იყო“,- განაცხადა ჯოზეფ დოლმა ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.
ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელის განმარტებით, „ფიდესის“ წევრებს ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე არ ექნებათ პარტიის შეხვედრებზე დასწრების, ხმის მიცემის, ან რაიმე პოსტზე კანდიდატების წაყენების უფლება.