„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი საქართველოში რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი საქართველოში რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროპარლამენტში უმსხვილესი პოლიტკური ძალის „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოში რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც ჯოზეფ დოლი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ბორდერიზაცია და ოკუპაცია არ შეესაბამება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში რუსეთის ქმედებების გამო. ბორდერიზაცია, მავთულხლართების გავლება და ოკუპაციის გაგრძელება არ შეესაბამება 2008 წელს ორ ქვეყანას შორის ევროკავშირის სახელით პრეზიდენტ სარკოზის მიერ დადებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისკენ არის მიმართული“, – წერს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი.

 

დატოვე კომენტარი