უნგრელი დეპუტატი - მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე გვსურს, გავამხნევოთ ჩვენი დასავლეთ ბალკანელი მეზობლები
უნგრელი დეპუტატი - მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე გვსურს, გავამხნევოთ ჩვენი დასავლეთ ბალკანელი მეზობლები

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე გვსურს, გავამხნევოთ ჩვენი დასავლეთ ბალკანელი მეზობლები, ეს ევროპის ერთიანობის კარგი ნიშანია და რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ეს ქვეყნები, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, უნგრელმა დეპუტატმა კინგა გალმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, მაგალითად, კოპენჰაგენის კრიტერიუმი.

„კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ იდენტური პირობებით. ბოსნია-ჰერცეგოვინამ ასევე უნდა ისარგებლოს ამ სტატუსით და ევროკავშირი უნდა დარჩეს სანდო. ასევე უნდა დავაჩქაროთ პროცესი დასავლეთ ბალკანეთში, რადგან ამჟამინდელი გეოპოლიტიკურ ვითარებაში ფუნდამენტური ინტერესი სტაბილურობაა სერბეთისა და მონტენეგროს შემთხვევაში. ჩვენ პროგრესი გვჭირდება მოლაპარაკებებში. უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან“, – განაცხადა კინგა გალმა.