UNESCO-ს ბროშურაში Writing Peace ქართული დამწერლობაც მოხვდა
UNESCO-ს ბროშურაში Writing Peace ქართული დამწერლობაც მოხვდა

UNESCO-ს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით, საერთაშორისო პროგრამის „კულტურა-დიალოგისა და მშვიდობისათვის“ ფარგლებში, ორგანიზაციამ გამოსცა ახალი ბროშურა სახელწოდებით Writing Peace, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ შესავალს მსოფლიოს დამწერლობების შესწავლისთვის.

აღნიშნულ ბროშურაში წარმოდგენილია 22 დამწერლობის სისტემა. მსოფლიოს უძველეს დამწერლობებს შორის, ჩინური, ბერძნული, რომაული და ებრაული დამწერლობის შემდეგ ფიგურირებს ქართული დამწერლობა.

ქართული დამწერლობისთვის მიძღვნილ გვერდებზე მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ქართულ ანბანს და ქართული დამწერლობის მოკლე ისტორიას. ამ გვერდებზე ასევე მოცემულია მოკლე სავარჯიშო ქართული ანბანის უკეთ ათვისებისთვის.