მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწოდებენ, ალექსანდრ ლუკაშენკოს საპატიო პროფესორის წოდება ჩამოართვას
უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგიონული პროფკავშირი „უნივერსალური სოლიდარობა“ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწოდებს, ალექსანდრ ლუკაშენკოს საპატიო პროფესორის წოდება ჩამოართვას.
„ამ მაღალი წოდების მფლობელები პირობას იძლევიან, რომ გაატარებენ მშვიდობის იდეებს და ემსახურებიან მეცნიერებასა და განათლებას. ლუკაშნეკომ ეს პირობა დაარღვია და ამიტომ საპატიო პროფესორის წოდება უნდა ჩამოართვან“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროფკავშირმა ამ მოთხოვნით ღია წერილი გამოაქვეყნა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, შეუერთდნენ მათ მოთხოვნას. წერილს ხელს ათეულობით ადამიანი აწერს.