უკრაინული რაკეტის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შემდეგ ტაგანროგში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
უკრაინული რაკეტის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შემდეგ ტაგანროგში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

უკრაინული რაკეტის ფრაგმენტის ჩამოვარდნის შემდეგ ტაგანროგში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ანდრეი ფატეევმა განაცხადა.

„რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდებული უკრაინული რაკეტის ფრაგმენტების დაცემის ინციდენტთან დაკავშირებით, როსტოვში, ტაგანროგში ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. მივიღეთ ინციდენტის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილება“, – წერს ფატეევიტელეგრამზე“.

მისივე თმით, ახლა შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამაშველო და სასწრაფო სამსახურები.

„ახლა შემთხვევის ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური. ქალაქის ადმინისტრაციაში შექმნილია ოპერატიული შტაბი, სადაც, პირველ რიგში, დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ“, – წერს ფატეევი.