უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ცნობით, იერიშის სამიზნე ქალაქის ცენტრი და გარეუბანი გახდა.

მისივე ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურა და ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.