უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ინტერვენციის შედეგად გარდაცვლილია 40-ზე მეტი ადამიანი, ათეულობით კი დაჭრილია
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ინტერვენციის შედეგად გარდაცვლილია 40-ზე მეტი ადამიანი, ათეულობით კი დაჭრილია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიცი, რომ დღეისთვის არის 40-ზე მეტი დაღუპული და რამდენიმე ათეული დაჭრილი“, – აღნიშნა მან უკრაინის დანაკარგის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
არესტოვიჩის ცნობით, მსხვერპლთა შორის 10-მდე სამოქალაქო პირია.