უკრაინული მხარის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს სამ ელექტროსადგურზე მიიტანეს იერიში
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს სამ ელექტროსადგურზე მიიტანეს იერიში

რუსულმა ძალებმა მხოლოდ დღეს სამ ელექტროსადგურზე მიიტანეს იერიში. მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის რეგიონული ხელმძღვანელები იუწყებიან.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცის ხელმძღვანელის სვეტლანა ონიშჩუკის განცხადებით, ბოლო ცნობები მიიღეს ივანო-ფრანკოვსკიდან, სადაც ბურშტინის სადგურზე თავდასხმა განხორციელდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს. როგორც ცნობილია, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღის განმავლობაში დაიბომბა ვინიცა და კრივოი როგის ენერგოსისტემები.

რუსულმა ძალებმა მხოლოდ დღეს სამ უკრაინულ ელექტროსადგურზე მიიტანეს იერიში. მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის რეგიონული ხელმძღვანელები იუწყებიან.