უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი კიევის მიმართულებით დრონებით იერიშს ახორციელებს, კიევში ღამით საჰაერო განგაში რამდენჯერმე გამოცხადდა
მეორე ღამეა, რუსეთი კიევის მიმართულებით დრონებით იერიშს ახორციელებს. უკრაინის დედაქალაქში ღამით საჰაერო განგაში რამდენჯერმე გამოცხადდა.
როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე და დედაქალაქის მისადგომებთან მტრის დაახლოებით ათი სამიზნე გაანადგურეს.
მისივე ცნობით, არსებული ინფორმაციით, კიევში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ნგრევა. იერიშის შედეგად დაშავებულები არ არიან. სერგეი პოპკოს თქმით, რუსეთის ძალებმა თავდასხმისთვის კვლავ „შაჰიდის“ ტიპის დრონები გამოიყენეს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ 18 ნოემბრის ღამით უკრაინის ძალებმა ქვეყნის თავზე 30-მდე კამიკაძე-დრონი გაანადგურეს.
„რაც უფრო ახლოს არის ზამთარი, მით მეტი იქნება რუსეთის მხრიდან მცდელობა, გახადონ დატყმები უფრო მძლავრი. ყველა ჩვენგანისთვის უკრაინაში მნიშვნელოვანია, ვიყოთ ეფექტიანები 100 პროცენტით, ყველა სირთულის, გადაღლილობის მიუხედავად, უკრაინის დასუსტების ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად“, – განაცხადა პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.