მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროები განდევნეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული ოპერაციის შედეგად კუნძულ ზმეინიდან რუსი სამხედროები განდევნეს.
„უკრაინელების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შედეგად რუსებმა კუნძულიდან სწრაფი ევაკუაცია განახორციელეს“, – ნათქვამია ოდესის საოლქო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში კუნძულზე სარაკეტო იერიში ხორციელდებოდა.