უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, უკრაინა ევროპაში გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს
რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, უკრაინა რუსეთიდან ევროპაში გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელია გაზის შემდგომი ტრანსპორტირება გეოგრაფიულ სისტემა „სახრანოვკათი“ და „ნოვოპსკოვის“ სასაზღვრო საკომპრესორო სადგურით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს”, – ნათქვამია უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორის განცხადებაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, სატრანზიტო სისტემის ობიექტების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებზეა.