უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამხედრო პორტი დაბომბეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის სამხედრო პორტი დაბომბეს.
გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშის შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავებმა შეტევა განახორციელეს პორტზე და რადარზე და სამხედრო ინფრასტრუქტურას ზუსტი დარტყმები მიაყენეს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანო-ფრანკოვსკში აეროდრომის საწვავ-საპოხი მასალების შენობა იწვის. ვრცელდება ცნობები, რომ აეროპორტის წინააღმდეგ ავიაიერიში ან სარაკეტო იერიში განხორციელდა.